პროექტის მმართველობა
კონსენსუსის ძიების პროცესი
პროექტი Node.js მიყვება გადაწყვეტილების მიღების მოდელს — კონსენსუსის ძიება.
თანამშრომლები
მთავარი GitHub-საცავის (nodejs/node) შენახვაზე და განვითარებაზე მუშაობენ თანამშრომლები (კოლაბორატორები), რომელთა დამატებასაც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ხელმძღვანელი ტექნიკური კომიტეტი (TSC).
ადამიანები, რომლებსაც მნიშვნელოვანი და ღირებული წვლილი შეაქვთ პროექტში, ხდებიან თანამშრომლები (კოლაბორატორები) და იღებენ მუდმივ წვდომას პროექტზე (უშუალოდ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა). ასეთი პირების ამოცნობას (იდენტიფიცირებას) ახდენს TSC, ხოლო მათთვის წვდომის მიცემას განიხილავენ უკვე არსებული თანამშრომლები (კოლაბორატორები).
თანამშრომელთა (კოლაბორატორთა) ამჟამინდელი სია შეგიძლიათ იხილოთ პროექტის README.md-ში.
იხილეთ თანამშრომელთათვის (კოლაბორატორთათვის) განკუთვნილი სახელმძღვანელო: collaborator-guide.md.
უმაღლესი კომიტეტები
პროექტის მართვაში ერთობლივად არის ჩართული ხელმძღვანელი ტექნიკური კომიტეტი (TSC), რომელიც პასუხისმგებელია პროექტის მაღალი დონის (high-level) მმართველობაზე, და საზოგადოების კომიტეტი (CommComm), რომელიც პასუხისმგებელია Node.js-ის საზოგადოების (community) ხელმძღვანელობაზე და გაფართოებაზე.